⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრები ჩაატარეს თოთხმეტწლამდე გუნდებმა. ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა დღეს გასვლითი მატჩი, ბათუმის “დინამო”-ს /თეთრების/ წინააღმდეგ ანგისას ბაზაზე გამართეს. საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში სამი ქულა სტუმრებმა მოიპოვეს. ოდიშელებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
⚽️ თამაშის საწყისი წუთები სულაც არ ყოფილა სტუმარი გუნდისთვის სახეირო, ვინაიდან პირველივე წუთზე მსაჯმა, ოდიშელი ჭაბუკა ზარქუა გააძევა და სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. მიუხედავად ამისა, ოდიშელებმა უკვე მეათე წუთზე დაწინაურება შესძლეს. სტანდარტულის შემდეგ, ზღვისპირელთა მეკარემ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ნიკოლოზ თუთბერიძემ ყველას დაასწრო და ოდიშელები წინ გაიყვანა.
⚽️ ამის შემდეგ მასპინძლები ვითარების შეცვლას შეეცადნენ და შეხვედრის ბოლომდე, მოედანზე უშეღავათო ბრძოლები იყო, მაგრამ ოდიშელებმა სამი ქულის მოპოვება მაინც შეძლეს და ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგეს.
Share

Leave a Reply