⚽️ იმერეთის ღია ჩემპიონატის, რამაზ შენგელიას სახელობის თასზე, მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ოდიშელთა თექვსმეტწლამდელები ამ ტურნირში, ჩვიდმეტწლამდე ჯგუფში ასპარეზობენ და უნდა ითქვას, რომ მათ მესამე ტურიც მარცხის გარეშე დაასრულეა. ჩატარებული სამი შეხვედრის შემდეგ, ახალბედა ოდიშელები ლიდერთა სამეულში არიან.
⚽️ დღეს ზედაეწერის სტადიონზე, ოდიშელთა თექვსმეტწლამდელებმა ხაშურის “ივერია”-ს უმასპინძლეს და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულეს. არადა მასპინძლები საწყის წუთებში დაწინაურდნენ და სტუმართა კარში გოლი საბა შეროზიამ გაიტანა. ოდიშელები სამ ქულასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ხაშურელებმა შეხვედრის ბოლოსკენ ანგარიში გაათანაბრეს და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
Share

Leave a Reply