⚽️ გასვლითი შეხვედრა გამართა დღეს, ოდიშელთა თერთმეტწლამდე გუნდმა, რომელსაც ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში მეოთხე ტურის მატჩი ჩხოროწყუს “სამეგრელო”-ს წინააღმდეგ ჰქონდა.
⚽️ შეხვედრა ოდიშელებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგეს და ერთადერთი გოლი მეტოქის კარში კობა შულაიამ გაიტანა. შულაიამ ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა და შედეგიც უცვლელი დარჩა.
⚽️ მეხუთე ტურის შეხვედრას ნორჩი ოდიშელები, 21 აპრილს რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართავენ და ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდს უმასპინძლებენ.
Share

Leave a Reply