გილოცავთ, თქვენ მიიღეთ სფფ  სკოლების III კატეგორია,
შესაბამისად სკოლებისა და აკადემიების ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში 
ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისაგან მიიღებთ დაფინანსებას, რომლის ზედა ზღვარია 15,500 ლარი.
გთხოვთ, 2021 წლის 19 აპრილამდე წარმოადგინოთ (გამომიგზავნეთ ელ.ფოსტაზე) თქვენი ბიუჯეტი აღნიშნულ თანხაზე.
რეკომენდირებულია, თანხები მიმართული იყოს სფფ-ს სკოლების კატეგორიზაციის დებულების შესაბამისად, 
მიღებული კატეგორიის შენარჩუნებისათვის ან გასაუმჯობესებლად;
(ბიუჯეტი იქნება განხილული და შესაძლოა მოხდეს მისი კორექტირება ამიტომ გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ);
ბიუჯეტში მითითებული უნდა იყოს შესაძენი პროდუქციის / მომსახურების რაოდენობა საცალო და ჯამური ფასი.
პროექტის ფარგლებში მიღებული თანხით შესაძლებელია დაფინანდეს:
  1.  სპორტული ეკიპირება (იმ შემთხვევაში თუკი წინა წელს ფონდისგან მიღებული დაფინანსებით გაქვთ შეძენილი, აღნიშნული სახსრებიდან გთხოვთ გონივრული რაოდენობის ეკიპირებაზე გააკეთოთ განაცხადი);
  2. სპორტული ინვენტარი (იგივე შენიშვნა);
  3. სტადიონის ინვენტარი (იგივე შენიშვნა);
  4. ძირითადი საშუალებები (შესაძლოა შეძენილ იქნეს სკოლის კატეგორიზაციისათვის აუცილებელი ინვენტარი);
  5. ინფრასტრუქტურული ხარჯი (კატეგორიზაციის მოთხოვნის შესაბამისად);
  6. სამედიცინო ხარჯი (ბავშვთა გამოკვლევა; პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტები შეზღუდული რაოდენობით);
  7. მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები  სფფ C, B, A ლიცენზიის ღირებულების არაუმეტეს 50%-სა;
  8. რეკომენდაციების ბროშურა – იხ.დანართი
  9. 2021 წელს იქნება შეფასების კრიტერიუმები, რომლის შედეგებზეც დამოკიდებული იქნება შემდგომი დაფინანსება/არ დაფინანსება იხ. დანართი 2;
  10. რეკომენდაიციების ბროშურა და შეფასების კრიტერიუმები უნდა მოგვაწოდოთ ხელმოწერილი ხელშეკრულებასთან ერთად
Loader Loading...
EAD Logo Taking too long?
Reload Reload document
| Open Open in new tab