ეროვნულ ლიგა 4-ში მოასპარეზე გუნდებმა დღეს, 20-ე ტურის შეხვედრები გამართეს და ერთ-ერთი გამორჩეული ამ ტურში, მეგრული გუნდების დაპირისპირება იყო, ჩხოროწყუს „სამეგრელო“-ს და ზუგდიდის „ოდიში 1919“-ს გუნდებს შორის.
მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო საწყისი წუთებიდანვე აქტიურად დაიწყო ორივე გუნდმა და სწარფ გოლზე იყო აქცენტი გაკეთებული. შეხვედრის პირველი ნახევარი მთლიანობაში ორთაბრძოლებს დაეთმო, თუმცა იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი. ყველაზე რეალური შანსი სტუმრებს ჰქონდათ, როცა კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მეკარეს გაუვარდა და შალვა ნადირაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად ვერ დაარტყა.
მეორე ნახევარი უკვე სხვა სცენარითთ დაიწყო და დაახლოებიტ 20 წუთიან ინტერვალში, მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახდა. მასპინძელთა ერთ-ერთი შეტევისას, ლაშა კუკავა მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა სიზუსტე დააკლდა. მიუხედავად ჩხოროწყუელთა ასეთი აქტივობისა, ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ შეცვლებს მიმართა და მარცხენა ფლანგზე,შემტევი მალხაზ ჯიგანია გაამწესა. შეცვლაც ასეთი უნდა -ჯიგანიამ მოედანზე შემოსვლიდან ოთხ წუთში ოდისელები დააწინაურა. გუნდისა კაპიტანის შოთა ლომიას მოწოდებულ ბურთს, პირველი ჯიგანია გამოხმაურა და საკუთარ აქტივს გოლი მიამატა.
ამის შემდეგ ჩხოროწყუელთა გააქტიურება ისევ გამოიკვეთა და ხვიჩა ბუკიას უძლიერესად დარტყმული ბურთი, მეკარე მანუჩარ ივარდავამ მოიგერია, ბურთი ძელსაც შეეხო და კუთხურზე გადავიდა. შეხვედრის 72-ე წუთზე, სტუმრები უკვე ორბურთიანი უპირატესობით წინ გავიდნენ. ნიკა ბაღიშვილმა ჩინებული გადაცემა გააკეთა მიხეილ მიქელაძის მისამართით და ამ უკანასკნელმა შანსი ხელიდან არ გაუშვა. მიუხედავად უამინდობისა, მოედანი არ იყო მთლად იდეალურ მდგომარეობაში, მიქელაძემ საოცარი დრიბლინგი შემოგვთავაზა და გატანილი გოლით, მეორე წრეში საკუთარი აქტივი 7 ბურთამდე გაზარდა. საბოლოოდ „ოდიში 1919“-მა მეტოქე 2:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ მეორე წრეში ოდიშელთა რიგები საკმაოდ გაძლიერდა და მეორე წრეს, ზუგდიდელები მარცხის გარეშე აგრძელებენ.
მომდევნო 21-ე ტურის შეხვედრას, ზუგდიდის „ოდიში 1919“ უკვე „განმუხური“-ს სტდიონზე, 20 სექტემბერს გამართავს და მარნეულის „ალგეთს“ მიიღებს.
👉 გოლის ავტორები ⤵️
მალხაზ ჯიგანია ⚽️
მიხეილ მიქელაძე ⚽️
👉 მწვრთნელი ⤵️
ბესიკ შეროზია
👉 ადმინისტრატორი ⤵️
დანიელ სხულუხია
Share

Leave a Reply