⚽️⚽️⚽️ ოდიშელთათვის ოქროს ქულები

🔴 ოდიშელებმა წყალტუბოელებს ორივე წრეში ერთი და იგივე ანგარიშით სძლიეს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში აღებულ სამ ქულას მასპინძლებისთვის შეიძლება ითქვას ოქროს ფასი აქვს, ვინადან უკვე ცხადია, რომ ლიდერთა სამეულისთვის ბრძოლაში, ზუგდიდური გუნდი ერთ-ერთი პრეტენდენტია.

🔴დღევანდელი შეხვედრა კი მოსალოდნელზე მეტად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მასპინძლებს მშვიდად ყოფნის საშუალება არ ჰქონდათ, ვინაიდან მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა მათ შეხვედრის ბოლოსკენ მოახერხეს, თუმცა ოდიშელებს პირველ ნახევარშიც შეეძლოთ დაწინაურება.

🔴 გუნდის კაპიტანმა და გამოცდილმა შოთა ლომიამ იმერელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი, პირველ ტაიმში ვერ გამოიყენა და მას წყალტუბოელთა მეკარემ აჯობა, თუმცა ლომიამ მეტოქე გუნდის კარის აღება შეხვედრის ბოლო წუთებზე მაინც შესძლო და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა შესძინა.

🔴 პირველი ტაიმის მეთოთხმეტე წუთზე, ოდიშელებს დაწინაურება მართებდათ, თუმცა ავთო ენდელაძის სტანდარტულის შემდეგ მეტოქის კარისკენ რიკოშეტით წასული ბურთი იმერელთა მეკარემ ნოდარ ყალიჩავამ საოცარი რეაგირებით უკუაგდო და საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა.

🔴 23-ე წუთზე კი, ბექა ძიგუამ აქტიურობით პენალტი გამოიმუშავა -გუნდის კაპიტანის შოთა ლომიას მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანის შემდეგაც შედეგი უცვლელი დარჩა და ამჯერადაც ზუსტად წყალტუბოელთა მეკარემ, ნოდარ ყალიჩავამ ითამაშა.

🔴 როგორც აღვნიშნავდით, იმერელთა ახალგაზრდული შემადგენლობა კარგად დაკომპლექტებული და ორგანიზებული გუნდია -მეორე ნახევრის საწყის წუთებში მათ ზედიზედ ორჯერ ძალიან სახიფათო მომენტი შემქნეს და ამჯერად ოდიშელთა გამოცდილმა მეკარემ მანუჩარ ივარდავამ საკუთარი გუნდი იხსნა.

🔴 რაც დრო გადიოდა შეხვედრაში გარდატეხის შეტანაც რთულდებოდა. შეხვედრის 80-ე წუთზე კი, შოთა ლომიამ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ულამაზესი გოლი გაქვითა და საკუთარ გუნდს სამი ქულა მოუტანა. გოლი კი მართლაც აღსანიშნავია, ვინადან მან დაახლოებით 25 მეტრიდან ჩვეული ცაციაცითი ბურთი ცხრიანში გაგზავნა.

🔴 ასევე აღნიშვნის ღირსია ოდიშელთა ახალი შენაძენი ავთო ენდელაძე და ზუგდიდელთათვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელი.-ენდელაძე ერთ-ერთი მოტივატორია ზუსტი გადაცემების. გოლის შემდეგ მასპინძლებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა არაფერი შეცვლილა და მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლიეს მეტოქეს.

Share

Leave a Reply