
იმერეთის ღია ჩემპიონატის, რამაზ შენგელიას სახელობის თასზე, მესამე ტურის მატჩები გაიმართა. ოდიშელთა თექვსმეტწლამდელები ამ ტურნირში, ჩვიდმეტწლამდე ჯგუფში ასპარეზობენ და უნდა ითქვას, რომ მათ მესამე ტურიც მარცხის გარეშე დაასრულეა. ჩატარებული სამი შეხვედრის შემდეგ, ახალბედა ოდიშელები ლიდერთა სამეულში არიან.