XVIII ტური -„მერანი 2“ მარტვილი -„ოდიში 1919“ ზუგდიდი
ეროვნულ ლიგა 4-ში მოასპარეზე გუნდებმა მეორე წრეში ორი შეხვედრა უკვე გამართეს. ოდიშურმა გუნდმა, წარმატებით დაიწყო მეორე წრე და ორიდან, ორივე შეხვედრა მოგებით დაასრულა. ზუგდიდელები, მორიგი 18-ე ტურის შეხვედრისთვის ემზადებიან და ისინი, 30 აგვისტოს მარტვილში, ადგილობრივ „მერანი 2“-ს შეხვდებიან.
სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე. 8-ე პოზიციის ქვემოთ მყოფ გუნდებს შორის, ქულათა თანაფარდობა უკვე, თითქმის თანაბარი და მიზერული გახდა, აქედან გამომდინარე თითოეულ ტურს ნებისმიერი გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
Share

Leave a Reply