23 თებერვალს გამართული დერბი საკმაოდ დაძაბული არმოჩნდა. ამხანაგური შეხვედრა ს/კ “ზუგდიდის დინამო”-ს და ს/კ ზუგდიდის “ოდიში 1919”-ს შორის ანგარიშით 1:0 დასრულდა . თამაშის შედეგზე გადამწყვეტი როლი ავტოგოლმა ითამაშა, რომელიც პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. ამის შემდეგ ოდიშის ფეხბურთელებმა მცდელობების მიუხედავად შეხვედრაში წონასწორობის აღდგენა ვერ შეძლეს და თამაშიც ზუგდიდის დინამოს სასარგებლოდ 1-0 დასრულდა.