⚽️ ჭაბუკთა ელიტ -ლიგის გათამაშებაში, ოდიშელთა ცამეტწლამდელებმა, დღეს სერგიეთში, მარტვილის საფეხბურთო სკოლის გუნდის წინააღმდეგ მეორე ტურის შეხვედრა გამართეს. მატჩი ოდიშელებმა 2:0 მოიგეს.
⚽️ ორივე გოლი სტუმრებმა პირველ ნახევარში გაიტანეს და ფაქტობრივად შედეგს, მატჩის ნახევარშივე მიაღწიეს. შეხვედრის საწყის წუთებში კარგად ითამაშა გიორგი ტაბაღუამ და მასთან უხეში თამაშისთვის, მასპინძელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. პენალტი უნაკლოდ თავად გიორგი ტაბაღუამ შეასრულა და ოდიში დააწინაურა. პირველი ტაიმის დასრულებამდე სანდრო პაჭკორიამ ორამდე გაზარდა ანგარიში.
⚽️ მეორე ნახევარში ორთაბრძოლები გაგრძელდა და სტუმრებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ, თუმცა მეტი გოლი არ გასულა და ოდიშელებმა აქტივში მეორე სამი ქულა ჩაიწერეს.
Share

Leave a Reply