⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, თოთხმეტწლამდე გუნდებმა დღეს, მესამე ტურის შეხვედრები გამართეს. ამ ტურში, ოდიშელებმა, რუხის ტექნიკურ ცენტრში ოზურგეთის “მერცხალი” მიიღეს. შეხვედრა მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ასეც დასრულდა. ოდიშელებმა მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს და თავის აქტივს მორიგი სამი ქულა შესძინეს.
⚽️ ოზურგეთელთა კარის აღება, პირველ ნახევარში ნიკოლოზ თუთბერიძემ დაიწყო, როცა მან პირველი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ნიკოლოზ ტუღუშმა ორამდე გაზარდა ანგარიში 2:0. პირველი ტაიმიც ასეთი შედეგით დასრულდა.
⚽️ მეორე ნახევარში მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და თავიანთ მონაგარს, კიდევ ოთხი გატანილი გოლი მიუმატეს. ირაკლი ბელქანიამ მესამედ აიღო მეტოქის კარი, ხოლო ცოტა ხანში მან მეოთხედაც შეარხია გურულთა კარის ბადე და თვითონ დუბლი გაიფორმა. ოდიშელთა შედეგი ამით არ დასრულებულა და გიორგი ოყუჯავამ მეხუთე გოლი მიითვალა, ხოლო სანდრო ხარებავამ მეექვსე გოლით საბოლოო შედეგი გააფორმა.
⚽️ მეოთხე ტურის შეხვედრას ოდიშელები, 18 აპრილს გასვლაზე ბათუმელების წინააღმდეგ გამართავენ.
Share

Leave a Reply