
ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, თოთხმეტწლამდე გუნდებმა დღეს, მესამე ტურის შეხვედრები გამართეს. ამ ტურში, ოდიშელებმა, რუხის ტექნიკურ ცენტრში ოზურგეთის “მერცხალი” მიიღეს. შეხვედრა მთლიანად მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და ასეც დასრულდა. ოდიშელებმა მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს და თავის აქტივს მორიგი სამი ქულა შესძინეს.