ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა დღეს, მეთექვსმეტე ტურის შეხვედრა გამართეს ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში და გასვლაზე ოზურგეთის “მერცხალს” დაუპირისპირდნენ. ანგარიში იმდენად სოლიდურია, რომ ნორჩმა ოდიშელებმა გურულებთან მატჩი სრული უპირატესობით წარმართეს -0:6.
გურულთა კარის რბევა, ნიკოლოზ ტუღუშმა დაიწყო და ანგარიშიც გახსნა, რის შემდეგაც მან ოზურგეთელთა კარში კიდევ ორის გოლი შესძლო და ჰეთრიკი შეასრულა. მეტოქის კარში ზედიზედ ორი გოლი, ლუკა მაქაცარიამაც გაიტანა და იგი დუბლის ავტორი გახდა, ხოლო მეექვსე გოლით თავი ირაკლი ბელქანიამ გამოიჩინა. ოდიშელთა თოთხმეტწლამდელები ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან.
მომდევნო მეჩვიდმეტე ტურის მატჩს ოდიშელთა თოთხმეტწლამდელები, უკვე მომდევნო თვის დასაწყისში, რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართავენ და ისინი ბათუმის “დინამო”-ს /თეთრები/ უმასპინძლებენ.