⚽️ ვერცხლის ლიგის გათამაშებაში, თხუთმეტწლამდე გუნდებმა მეხუთე ტურის შეხვედრები გამართეს. ამ ტურში ოდიშელებმა გასვლაზე, გორის “დილა”-ს წინააღმდეგ ითამაშეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
⚽️ ერთადერთი გოლი მეტოქის კარში ლუკა კიკავამ გაიტანა, თუმცა სათამაშო სცენარიდან გამომდინარე სტუმრებს დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება. დამაგვირგვინებელ ფაზაში ოდიშელებს სიზუსტე აკლდათ, მაგრამ მათ სამი ქულა მაინც მოიპოვეს.
⚽️ მომდევნო მეექვსე ტურის შეხვედრას, ოდიშის ახალგაზრდული გუნდი უკვე, საკუთარ სტადიონზე გამართავს.
Share

Leave a Reply