⚽️ მორიგი ტურის შეხვედრა, ცამეტწლამდე გუნდებს შორის დღეს გაიმართა. ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი “ოდიში 1919”-ის და ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდებს შორის იყო.
⚽️ აღნიშნული გუნდები ზედა საფეხურზე იმყოფებიან და შეიძლება ითქვას უშუალო კონკურენტები არიან. მასპინძლებმა მეტოქე პირველივე ტაიმში დაჯაბნა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ანდრია დაგარგულიამ ანგარიში გახსნა, ხოლო ანდრია ქირიამ ორამდე გაზარდა ანგარიში.
⚽️ მეორე ნახევარში კიდევ უფრო ხისტი და საინტერესო თამაში წარიმართა. ფაზისელთა ერთ-ერთ შეტევას ავტო გოლი მოჰყვა და ზღვისპირელებმა სხვაობა შეამცირეს, რამაც თამაშს მეტი ინტრიგა შესძინა, თუმცა დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და მასპინძლებმა მორიგი სამი ქულა მიითვალეს.
Share

Leave a Reply