ვერცხლის ლიგის გათამაშებაში, თხუთმეტწლამდე გუნდებმა მეხუთე ტურის შეხვედრები გამართეს. ამ ტურში ოდიშელებმა გასვლაზე, გორის “დილა”-ს წინააღმდეგ ითამაშეს და მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
ერთადერთი გოლი მეტოქის კარში ლუკა კიკავამ გაიტანა, თუმცა სათამაშო სცენარიდან გამომდინარე სტუმრებს დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება. დამაგვირგვინებელ ფაზაში ოდიშელებს სიზუსტე აკლდათ, მაგრამ მათ სამი ქულა მაინც მოიპოვეს.
მომდევნო მეექვსე ტურის შეხვედრას, ოდიშის ახალგაზრდული გუნდი უკვე, საკუთარ სტადიონზე გამართავს.