ვერცხლის ლიგის გათამაშებაში, ჩვიდმეტწლამდე გუნდებმა მეხუთე ტურის შეხვედრები გამართეს. დღეს, ოდიშელებმა გასვლაზე თბილისის “გლდანი”-ს წინააღმდეგ ითამაშეს და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა.
აღნიშნულ გუნდებს შორის მატჩის გარდამავალი უპირატესობით და ორთბრძოლებში მიმდინარეობდა. მეორეადგილოსან გუნდთან, ახალბედა ოდიშელებს დაწინაურების შანსი ჰქონდათ როცა შეტევისას ბურთი ორჯერ ძელს გაარტყეს. დათო როგავას დარტყმული ბურთი ძელმა უკუაგდო, ხოლო შემდეგ ჯერზე გიორგი გახარიას დარტყმული ბურთი კვლავ ძელმა აისხლიტა.
მეორე ტაიმში მასპინძლებს დაწინაურების და შეიძლება ითქვას მოგების შანსი მიეცათ, როცა ოდიშის კარის მიმართულებით პენალტი დაინიშნა. თერთმეტმეტრიანიდან დარტყმული ბურთი კი, ოდიშელთა მეკარემ ალიკა შონიამ მოიგერია და მეტოქე გუნდს დაწინაურების შანსი არ მისცა. საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.