საფეხბურთო კლუბმა „ოდიში1919“ მწვრთნელ ბესიკ შეროზიას ხელმძღვანელობით კლუბის ბაზაზე ვარჯიშები განაახლა . მსოფლიო პანდემიის გამო მძიმე და რთული 2020 წლის შემდეგ კლუბისთვის ეს 2021 წელს პირველი ვარჯიშები იყო. 2021 წლის სეზონს კლუბი ახალი გეგმებით და განახლებული შემადგემლობით შეუერთდება. ვარჯიშის დაწყებამდე, ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა თერმო-სკრინინგი ჩაიტარეს. ვარჯიშის მიმდინარეობისას კი გათვალისწინებული იქნა ყველა ის რეკომენდაცია, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ და ფეხბურთის ფედერაციამ გასცა”