
ხობში მეორე დღეა მიმდინარეობს, ვეტერანი ფეხბურთელის მელორი ზარქუას სახელობის ტურნირი, ჭაბუკ ფეხბურთელთა გუნდებს შორის. ტურნირში თოთხმეტწლამდე 8 გუნდი ასპარეზობს და ორ ჯგუფად არის დაყოფილი. ბ ჯგუფში, ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა ორი შეხვედრა გამართეს. პირველ ტურში ოდიშელებმა “მერანი”-ს მარტვილს, 5:1 მოუგეს.
ამ შეხვედრაში გოლები სანდრო პაჭკორიამ, გიორგი ტაბაღუამ და ანდრია ვარდანიამ გაიტანეს. პაჭკორიამ და ტაბაღუამ დუბლი შეასრულეს.

დღეს კი ახალბედა ოდიშელები, მეორე ტურში, ქუთაისის “იბერიასთან” მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. ხვალ კი, ოდიშელები მესამე მატჩს, “იუვენტუსი აკადემია” წალენჯიხის გუნდის წინააღმდეგ გამართავენ და მოგების შემთხვევაში, პლეიოფში ითამაშებენ.