მორიგი ტურის შეხვედრა გამართეს ოდიშელმა თერთმეტწლამდელებმა და გასვლაზე აბაშის “ზანა”, ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.
შეხვედრის პირველ ნახევარში სტუმრები უკვე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ. ანგარიში მათე ჯიჭონაიამ გახსნა, რის შემდეგაც იაკობ შონიამ, აბაშელთა კარი მეორედ აიღო -2:0.
მასპინძლებმა სხვაობის შემცირება მეორე ნახევარში მოახერხეს, მაგრამ ეს, მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. საბოლოოდ ნორჩმა ოდიშელებმა 2:1 მოიგეს.