
სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ნულოვანი ფრის შემდეგ, მეორე ნახევრის დასაწყისში, ზღვისპირელებმა ანგარიში გახსნეს. ოდიშელებმა ცოტა ხანში საპასუხო გოლით წონსაწორობა აღადგინეს და გოლი კი, ბათუმელთა კარში ანდრია დაგარგულიამ გაიტანა. შეხვედრის დასრულებამდე აჭარულმა გუნდმა, მეორე გოლის გატანა შესძლო და სამი ქულა მიითვალა. მიუხედავად მარცხისა, ნორჩი ოდიშელები ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან და პირველ ადგილოსან, ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდს სამი ქულით ჩამორჩებიან.