რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტური, საქართველოს და დანიის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის და ჩვენმა კალათბურთელებმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 62-60 დაამარცხეს.
ამ მოგებით, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა და 24 თებერვლის ბოლო მატჩს გასვლაზე, სერბეთის წინააღმდეგ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
ჩვენი კლუბის სახელით, ვულოცავთ კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს და სრულიად საქართველოს, ამ დიდი გამარჯვებას!!! წიინ საქართველო!!!