სამტრედიაში მიმდინარე, ი.ქუთათელაძის სახელობის ტურნირი ფეხბურთში, ნორჩ ფეხბურთელთა გუნდებს ფინალურ ეტაპზეა. ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა ორი შეხვედრა გამართეს. ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩი მათ, მარტვილის საფეხბურთო სკოლის გუნდის წინააღმდეგ ჩაატარეს და მეტოქე 3:1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში გოლები, ნიკოლოზ შონია, არჩილ აკობიამ და მათე ჯიჭონაიამ გაიტანეს. ამ მოგებით ნორჩი ოდიშელები მეოთხედფინალში გავიდნენ.
მეოთხედფინალში ისინი, თბილისის “ვიკინგებს” დაუპირისპირდნენ და 6:2 დამარცხდნენ. ამ შეხვედრაში კი, გატანლილი გოლებით თავი, იაკობა შონიამ და არჩილ აკობიამ გამოიჩინეს.
ოდიშელთა თერთმეტწლამდელები, უკვე ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოფიციალურ მატჩებს გააგრძელებენ.