
ამ შეხვედრაში ახალბედა ოდისელები სამქულასთან ახლოს იყვნენ, მაგრამ მასპინძლებმა შეხვედრის ბოლოსკენ ქულის გადარჩენა მოახერხეს. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ოდიშელები დიმიტრი ხუბულავამ დააწინაურა და ამის შემდეგ, წალენჯიხელებმა წონასწორობა აღადგინეს. ოდიშელებმა ოთხი შეხვედრიდან, ორი მოიგეს და ორიც ფრედ ითამაშეს.