⚽️ ვერცხლის ლიგის გათამაშების ქვედა ჯგუფში, ოდიშელთა თხუთმეწლამდელები მეორე ტურის შეხვედრას 14 ოქტომბერს, წყალტუბოს სამგურალი”-ს წინააღმდეგ გამართავენ. პირველ ტურში ახალბედა ოდიშელებმა გასვლაზე, თბილისის “ავაზა”-ს წინააღმდეგ ითამაშეს და ეს მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. ამ შეხვედრაში გოლები, გიგა ნაყოფიამ და დავით ჭაჭუამ გაიტანეს.
⚽️ მეორე ტურის შეხვედრას ოდიშელები, იმერლების წინააღმდეგ 14 ოქტომბერს, რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართავენ და მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.
⚽️ შეგახსენებთ, რომ, ოდიშელთა თხუთმეწლამდელები, ვიდრე ქვედა ჯგუფის პირველ შეხვედრას გამართავდნენ, ბოლო ტურის მატჩი გამართა ასევე გასვლაზე თბილისის “მერანი”-ს წინააღმდეგ და მეტოქე 3:0 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გოლები, ლუკა ღურწკაიამ, დიტო ქანთარიამ და ანდრია ვარდანიამ გაიტანეს.
Share

Leave a Reply