ჭაბუკთა ელიტ ლიგაში, ოდიშელთა თორმეტწლამდელებმა, მეოცე ტურის შეხვედრა რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართეს და მარტვილის საფეხბურთო სკოლის გუნდს უმასპინძლეს. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. საწყის ეტაპზე მასპინძლები დაწინაურდნენ და ოდიშელთაგან გოლი, ალექსი ნაყოფიამ გაიტანა. ამის შემდეგ კი, ჭყონდიდელებმა, წონასწორობა აღადგინეს და ამ შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა.