⚽️ ოცდამეერთე ტურის შეხვედრაში, ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებმა გასვლაზე, მარტვილის საფეხბურთო სკოლის გუნდს, 3:1 სძლიეს.
⚽️ შეხვედრის პირველი ნახევარი ოდიშელებმა ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. ანგარიში ნიკოლოზ ტოდუამ გახსნა, რის შემდეგაც ანდრია კერძევაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა.
⚽️ მეორე ტაიმში, ჭყონდიდელთა კარი მესამედ, გიორგი ტაბაღუამ აიღო. მასპინძლებმა ერთი გოლის გატანა შესძლეს.
⚽️ 22-ე ტურის შეხვედრას ოდიშელთა თოთხმეტწლამდელები 14 ოქტომბერს, რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართავენ და ხობის “კოლხეთს” უმასპინძლებენ.
Share

Leave a Reply