⚽️ ოდიშელთა ცამეტლწლამდელებმა, ჭაბუკთა ელიტ-ლიგის გათამაშებაში მორიგი ტურის შეხვედრა გამართეს და რუხის ტექნიკურ ცენტრში ოზურგეთის “მერცხალს” უმასპინძლეს.
⚽️ ნორჩმა ოდიშელებმა შეიძლება ითქვას, შედეგს პირველ ნახევარში მიაღწიეს, როცა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და მათ, მეტოქე საბოლოოდ 3:1 დაამარცხეს.
⚽️ ანგარიში მეთხუთმეტე წუთზე ანდრია დაგარგულიამ გახსნა, ხოლო ცოტა ხანში სხვაობა ორამდე გიორგი ტაბაღუამ გაზარდა. გიორგი ტაბაღუამ დუბლიც შეასრულა, როცა ტაიმის დასრულებამდე ოდიშელთა უპირატესობა სამბურთიანი გახადა. გურულებმა მეორე ნახევარში ერთი გოლის გატანა მოახერხეს.
⚽️ ახალბედა ოდიშელები კი ამ მოგებით, ცხრილში ლიდერები გახდნენ.

Share

Leave a Reply