⚽️ ოდიშელთა თორმეტწლამდელებმა, მორიგი ტურის შეხვედრაში, გასვლაზე ჯვარელი თანატოლები, შვიდი უპასუხო გოლით დაამარცხეს.
⚽️ ახალბედა ოდიშელებმა მეტოქეს ორივე ტაიმში აჯობეს. შეხვედრის პირველი ნახევარი სტუმრებმა, ოთხი უპასუხო გოლით მოიგეს. გოლები კი მეტოქის კარში, ანდრია ლეჟავამ, კობა შულაიამ, საბა თოდუამ და მამუკა ჭანტურიამ გაიტანეს.
⚽️ ოდიშელთა უპირატესობა მეორე ნახევარშიც გაგრძელდა და მათ, თავიანთ მონაგარს კიდევ სამი გოლი მიამატეს. მეორე ტაიმში გატანილი გოლებით თავი, გიორგი კუხალეიშვილმა, გიორგი ჩაგინავამ და ნიკა გელენავამ გამოიჩინეს.
Share

Leave a Reply