⚽️ ვერცხლის ლიგის გათამაშებაში, ოდიშელთა ჩვიდმეტწლამდელებმა, მერვე ტურის შეხვედრა გამართეს და ზედაეწერის სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ “არაგველებს” უმასპინძლეს.
⚽️ მასპინძლებმა მეტოქეს ცხრა უპასუხო გოლი გაუტანეს. აუტსაიდერთან მასპინძლებმა პირველ ტაიმში, ერთი გოლის უპირატესობით მოიგეს და გოლი დათო როგავამ გაიტანა.
⚽️ მეორე ნახევარში კი დათო როგავამ ერთმანეთის მიყოლებით სამჯერ აიღო მეტოქის კარი და პოკერი შეასრულა. შემდეგ პენალტის ნიშნულიდან გიორგი გახარიამ ხუთამდე გაზარდა ანგარიში.
⚽️ მეექვსე გოლი გოჩა ბენდელიანმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ჯერზე თემურ ხასიამ გამოიჩინა თავი. ბოლო ორი გოლი ისევ გოჩა ბენდელიანმა გაიტანა და თვითონ ჰეთრიკი შეასრულა.
Share

Leave a Reply