🔴 ვერცხლის ლიგა დაიწყო და დღეს, ჩვიდმეტწლამდე გუნდებს შორის ერთი შეხვედრა გაიმართა “ზედაეწერი”-ს სტადიონზე, სადაც ოდიშელებმა, თბილისის “გრანდს” უმასპინძლეს. მატჩი საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მასპინძელთა მოგებით 2:1 დასრულდა.
🔴 ოდიშელები, პირველ ნახევარში გიორგი გახარიამ დააწინაურა, როცა მან კუთხურის შემდეგ დასწრებაზე კარგად ითამაშა და ანგარიში გახსნა.
🔴 მეორე ტაიმის განახლებიდან მალევე, გოჩა ბენდელიანის წინააღმდეგ სტუმრებმა საკუთარ საჯარიმოში უხეშად ითამაშეს და თერთმეტრიანი დაინიშნა. პენალტი თავად დაზარალებულმა უნაკლოდ შეასრულა და მასპინძელთა უპირატესობა ორბურთიანი გახადა – 2:0.
🔴 ამის შემდეგ ორთაბრძოლები კიდევ უფრო მკვეთრი გახდა, თუმცა მასპინძლებმა სამი ქულის მოპოვება შესძლეს. სტუმრებმა სხვაობა შეამცირეს და თამაშსაც ინტრიგა დაუბრუნეს, მაგრამ მათ ქულის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
Share

Leave a Reply