დასრულდა, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, თამაზ კოსტავას სახელობის ტურნირი თერთმეტწლამდე გუნდებს შორის და დღეს ფინალური მატჩი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ოდიშელთა თერთმეტწლამდელები და თბილისის “გრანდი”-ს ფეხბურთელები შეხვდნენ.
შეხვედრის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა და პენალტების სერიაში დედაქალაქელებმა იმარჯვეს. თამაზ კოსტავას სახელობის ტურნირი, ქუთაისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში 24-26 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა და სულ რვა გუნდი მონაწილეობდა.