მიმდინარე წლის 24-26 მაისს ქუთაისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის თამაზ კოსტავას, სახელობის ტურნირი გაიმართა ფეხბურთში თერთმეტწლამდე გუნდებს შორის. ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობდა, რომელიც ორ ჯგუფად იყო დაყოფილი.
ოდიშელთა თერთმეტწლამდელები, თამაზ კოსტავას სახელობის ტურნირში მონაწილეობდნენ და ისინი ფინალში გავიდნენ. მაკარ აქუბარდიას ხელმძღვანელობით, ნორჩმა ოდიშელებმა საფინალო ეტაპამდე ასეთი შეხვედრები გამართაეს.
პირველ შეხვედრაში ოდიშელები, ტყიბულის „მეშახტე“-ს შეხვდნენ და მეტოქე 6:1 დაამარცხეს. მომდევნო შეხვედრა კი ქუთაისის „მართვესთან“ მინიმალური ანგარიშით 1:0 დათმეს. მცირე წაფორხილების მიუხედავად, მაკარ აქუბარდიას ნორჩმა შეგირდებმა, ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს მესამე შეხვედრაში, როცა მათ ისევ იმერული კლუბი წყალტუბო“-ს სამგურალი 4:1 დაამარცხეს.
ნახევარფინალში ოდიშელები, თანაქალაქურ გუნდს ზუგდიდის „ბაია“-ს შეხვდნენ და აქაც დიდი ანგარიშით მოიგეს – 5:0.
ფინალში კი მათი მეტოქე დედაქალაქური გუნდი, „გრანდ“ თბილისი გახლდათ. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა და თერთმეტრიანების სერიაში, თბილისურმა კლუბმა 3:1 იმარჯვა. ტურნირში დაწესებული გამორჩეული მოთამაშეების პრიზები.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ოდიშელი, დემეტრე იზორია დასახელდა, ხოლო საუკეთესო ტექნიკური ფეხბურთელის პრიზს, ასევე ოდიშელი კობა შულაია დაეუფლა.