
უშეღავათო ორთაბრძოლების მიუხედავად პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დამთავრდა. მეორე ნახევარში ორთაბრძოლები ჩვეული დინამიკით გაგრძელდა და მალევე ზღვისპირელები დაწინაურდნენ. აჭარული გუნდი თითქმის შეხვედრის ბოლომდე ცდილობდა სამი ქულის შენარჩუნებას, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე, გიორგი ფარცვანიამ წონასწორობა აღადგინა, ხოლო თამაშის დამთავრებამდე ნიკოლოზ თუთბერიძემ ოდიშელები წინ გაიყვანა – მისი გოლი კი, სამქულიანი გამოდგა -1:2.