⚽️ მეექვსე ტურის შეხვედრები გამართეს ჩვიდმეტწლამდე გუნდებმა ვერცხლის ლიგის გათამაშებაში. ოდიშელებმა რუხის ტექნიკურ ცენტრში, თბილისის “ვიტ ჯორჯია” მიიღეს და დრამატულ ბრძოლაში შეხვედრა დათმეს.
⚽️ პირველი ტაიმი ჩინებულად დაიწყო მასპინძლებისთვის და ისინი დაწინაურდნენ კიდეც – ნიკა ფიფიამ დედაქალაქელთა კარი აიღო და პირველი ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით დამთავრდა.
⚽️ მეორე ტაიმში სტუმართა იერიშს მასპინძელთა კარის მიმართულებით პენალტი მოჰყვა. მთავარმა მსაჯმა ხელით თამაში დააფიქსირა, ხოლო თერთმეტრიანის ნიშნულიდან სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. გაშვებულ გოლს მასპინძლების მხრიდან კვლავ შეცდომა მოჰყვა და სტუმრები წინ გავიდნენ.
⚽️ დაწინაურების შემდეგ დედაქალაქელებმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნეს და მათ სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.
Share

Leave a Reply