⚽️ ოდიშელთა ცამეტწლამდელებმა მერვე ტურის მატჩიც დამაჯერებლად ჩაატარეს და ექვსი უპასუხო გოლით, მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. ოდიშელებმა რუხის ტექნიკურ ცენტრში, ბათუმის “მახინჯაურს” უმასპინძლეს და ორივე ტაიმში გატანილი სამ-სამი გოლით მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
⚽️ ანგარიში ილია ბუკიამ გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის დასრულებამდე საბა ხუხუამ ერთმანეთის მიყოლებით ორჯერ აიღო ზღვისპირელთა კარი – 3:0.
⚽️ მეორე ნახევარში, გიორგი ტაბაღუამ ოთხამდე გაზარდა ანგარიში, ხოლო დარჩენილ დროში მეორე დუბლიც ვიხილეთ. ილია ოყუჯავამ მიღწეულ შედეგს კიდევ ორი გოლი დაამატა და ოდიშელთა წარმატება ექვსბურთიანი გახადა.
⚽️ მომდევნო მეცხრე ტურის შეხვედრა, ოდიშელთა ცამეტწლამდელებს კვლავ ზღვისპირელებთან უწევთ -ამჯერად ისინი მესამე ადგილზე მყოფ ბათუმის “დინამო”-ს /თეთრები/ წინააღმდეგ მატჩს, გასვლაზე 23 მაისს გამართავენ.
Share

Leave a Reply