ჭაბუკთა შორის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები, ცამეტწლამდე გუნდების მონაწილეობით, დღეს გაიმართა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო ლიდერთა შორის თამაში. მეგრული გუნდების “ოდიში 1919”-“საფ.სკოლა” მარტვილის გუნდების დაპირისპირება იმით იყო გამორჩეული, რომ ეს გუნდები თანაბარი ქულებით მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ.
აღნიშნულ გუნდებს შორის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. თავდაპირველად ჭყონდიდელები დაწინაურდნენ, რასაც ცოტა ხანში მასპინძელთა გოლი მოჰყვა. ოდიშელთაგან თავი გატანილი გოლით, გიორგი ტაბაღუამ გამოიჩინა.
შემდეგი ტურის მატჩს ახალბედა ოდიშელები გამოტოვებენ და უკვე მეცამეტე ტურში ისინი, გასვლაზე ერთპიროვნული ლიდერის “საფეხბურთო სკოლა” ფოთი-1-ის წინააღმდეგ ითამაშებენ.