ვერცხლის ლიგის გათამაშებაში თხუთმეტწლამდე გუნდებმა, მეექვსე ტურის მატჩები გამართეს. ოდიშელებმა რუხის ტექნიკურ ცენტრში, თბილისის “ავაზა”-ს უმასპინძლეს და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულეს.
უამინდობის მიუხედავად გუნდებმა ქულების მოსაპოვებლად უშეღავათო ორთაბრძოლები გამართეს. პირველი ნახევარი ნულოვანი ფრით დასრულდა.
უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში დედაქალაქელები დაწინაურდნენ. მასპინძლებმა წონსაწორობა შეხვედრის ბოლოსკენ აღადგინეს. მათ აქტიურ შეტევას სტუმართა კარში ავტოგოლი მოჰყვა.