ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოდიშელთა თორმეტწლამდელებმა მეთხუთმეტე ტურის მატჩით მეორე წრე განაახლეს და რუხის ტექნიკურ ცენტრში, ბათუმის “დინამო”-ს /თეთრები/უმასპინძლეს.
შეხვედრის პირველი ნახევარი, მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და მათ მეტოქის კარში, ორი უპასუხო გოლი გაიტანეს. ანგარიში დემეტრე იზორიამ გახსნა, რის შემდეგაც ორამდე ანგარიში გიორგი შეროზიამ გაზარდა -2:0.
მეორე ნახევარში, ზღვისპირელებმა სხვაობა შეამცირეს, თუმცა ქულის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეთექვსმეტე ტურის შეხვედრას, ოდიშელთა თორმეტწლამდელები, 5 ოქტომბერს გასვლაზე გამართავენ და აკადემია “ბომბორა ქობულეთი”-ს გუნდს შეხვდებიან.