⚽️ ხობში მიმდინარე, ვეტერანი ფეხბურთელის მელორი ზარქუას სახელობის ტურნირი დასასრულს უახლოვდება. ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა და ნახევარფინალისტებიც გამოვლინდნენ. ოდიშელთა თოთხმეტწლამდელებს ნახევარფინალში გასასვლელად, მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ და მათ, მესამე ტურის შეხვედრაში “იუვენტუსი აკადემია” წალენჯიხის გუნდს, დამაჯერებლად 3:1 მოუგეს.
⚽️ შეხვედრის პირველ ნახევარში, ანდრია კერძევაძემ ოდიშელები დააწინაურა და პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ტაიმში კი, გიორგი ტაბაღუამ მეტოქის კარი ორჯერ აიღო და ფაქტობრივად შეხვედრას წერტილი დაუსვა – თვითონ დუბლი შეასრულა.
⚽️ აღსანიშნავია, რომ ხობში მიმდინარე ტურნირში, ნახევარფინალში ერთმანეთს, თანაქალაქური გუნდები, “ოდიში 1919” -“ბაია” დაუპირისპირდებიან.
Share

Leave a Reply