ჭაბუკთა ელიტ -ლიგის გათამაშებაში მორიგი ტურის შეხვედრა გამართეს ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა, ხელვაჩაურის საფეხბურთო სკოლის წინააღმდეგ. ნორჩმა ოდიშელებმა იმავე ანგარიშით მოიგეს, რაც ერთი წლით უფროსმა გუნდმა ცოტა ხნის წინ დააფიქსირა -3:1.
თერთმეტწლამდელებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს და ფაქტობრივად სამი ქულა, თამაშის ნახევარშივე ჩაიწერეს. ანგარიში ნიკოლოზ ხარებავამ გახსნა, მეორე გოლი ანდრია ლეჟავას ანგარიშზეა, ხოლო მესამე გატანილი გოლით, თავი დემეტრე იზორიამ გამოიჩინა.
სტუმრებმა მეორე ტაიმში ერთი გოლი გაიტანეს და თამაშიც ამ ანგარიშით დასრულდა -3:1.