⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ათწლამდე გუნდებმა 23-ე ტურის შეხვედრები გამართეს. ნორჩმა ოდიშელებმა გასვლაზე, სამტრედიის “ლოკომოტივი”-ს წინააღმდეგ ითამაშეს და მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს.
⚽️ ამ შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული, დიმა განგია გახდა, რომელმაც იმერელთა კარში სამი გოლი გაიტანა და ჰეთრიკი შეასრულა. ამის შემდეგ კი, შოთა კვარაცხელიამ, ალიკა შონიამ და დავით კარბაიამ, თითო გოლით გამოიჩინეს თავი და ოდიშელებმა, მეტოქე საბოლოოდ 6:0 დაამარცხეს.
Share

Leave a Reply