მეორე წრის მეორე ტურის შეხვედრა ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოდიშელთა ათწლამდელებმა სენაკის “ეგრისი”-ს წინააღმდეგ გამართეს. თავდაპირველად სტუმრები დაწინაურდნენ და მალევე მათი უპირატესობა ორბურთიანი გახდა.
ნორჩმა ოდიშელებმა ცოტა ხანში არასასურველი შედეგი, მალევე შეცვალეს და წონასწორობაც აღადგინეს. ჯერ გაბრიელ ჯიქიამ შეამცირა სხვაობა, ხოლო შემდეგ გიორგი კაკულიამ სტანდარტულიდან გაიტანა 2-2.
სტუმრებმა პირველი ტაიმის დასრულებამდე ისევ დაწინაურება მოახერხეს. მეორე ტაიმში არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს მასპინძლებმა, თუმცა შეხვედრის ბოლოსკენ კვლავ სენაკელებმა იხეირეს და თამაშიც მათი გამარჯვებით 2:4 დასრულდა.