ცამეტწლამდელთა შორის მორიგი ტურის შეხვედრაში, ნორჩმა ოდიშელებმა, რუხის ტექნიკურ ცენტრში, ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდს უმასპინძლეს. შეხვედრა ფრედ 3:3 დასრულდა.
აღნიშნულ გუნდებს შორის მატჩის ნახევარიც ფრედ 1:1 დამთავრდა. შეხვედრის პირველ ტაიმში, ოდიშელთაგან გატანილი გოლით, ილია ოყუჯავა გამოირჩა.
მეორე ნახევარში მასპინძლებმა, კიდევ ორჯერ აირეს მეტოქის კარი – მეორე გოლი გეგა ხაჯალიას ანგარიშზეა, ხოლო მესამე გოლი მეტოქის კარში თემო ქარჩავამ გაიტანა. მეორე ტაიმში, გურულებმაც ორჯერ აიღეს მეტოქის კარი და როგორც აღვნიშნეთ, თამაში 3:3 დასრულდა.