⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში თერთმეტწლამდე გუნდებმა მეთორმეტე ტურის შეხვედრები გამართეს. ოდიშელებმა გასვლაზე, ხელვაჩაურის “სპორტ-სკოლის” გუნდის წინააღმდეგ ითამაშეს და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
⚽️ ნორჩმა ფეხბურთელებმა ორივე ტაიმში თითო გოლი გაიტანეს. პირველ ნახევარში ოდიშელები დაწინაურდნენ და მეტოქის კარში გოლი, ლუკა გოგოხიამ გაიტანა. აჭარლებმა მეორე ნახევარში გაათანაბრეს და შეხვედრაში მეტი გოლი არ გასულა.
⚽️ მეცამეტე ტურის მატჩს ნორჩი ოდიშელები, 16 ივნისს რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართავენ და ჩხოროწყუს “სამეგრელო”-ს მიიღებენ.
Share

Leave a Reply