ოდიშის ჩვიდმეტწლამდელები მესტიელ თანატოლებს მასპინძლობენ დიახ, ზუგდიდის “ოდიში”-ს ჭაბუკები, პირველი ამხანაგური და სტუმართათვის ისტორიული მატჩის, მასპინძლები არიან. ახლად დაფუძნებული საფეხბურთო კლუბი “მესტია”, რომელიც ახალგაზრდული გუნდია პირველ ნაბიჯებს დგამს საფეხბურთო სფეროში.

     საფეხბურთო კლუბი “მესტია”, როგორც ასეთი 2018 წელს დაფუძნდა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, გუნდმა ფუქციონირება მიმდინარე წელს დაიწყო. კლუბის ჩამოყალიბების იდეა ლევან ქობალიას ეკუთვნის და მან, სვანური საფეხბურთო კლუბი, მიშა ჟორჟოლიანთან ერთად დააფუძნა.

     ვინაიდან, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს პირველი პრეცენდენტია და ამ მხარეშიც საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არ არის, ს.კ.”მესტია”-ს ახალგაზრდული გუნდი, ვარჯიშებს, მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხაიშის მინი სტადიონზე ატარებს.

   “ოდიში 1919 U 17″ -მესტია”- ს გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრა, რუხის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე 9 ივნისს გაიმართება და თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

   საფეხბურთო კლუბი “ოდიში 1919” მიესალმება, ახალი საფეხბურთო კლუბის დაფუძნებას და “მესტია”-ს წარმატებებს უსურვებს.

Share

Leave a Reply