ოდიშელთა თოთხმეტწლამდელთა გუნდის ოთხ ფეხბურთელს, ანდრია ბახტაძეს, ანდრია კერძევაძეს, დათო ანთიას და ნიკუშა თოდუას, სამეგრელო-იმერეთის გაერთიანებულ, დასავლეთის ნაკრებში უხმეს.

პროექტი “ტალანტების ძიება”, ასაკობრივი ნაკრებისთვის, ნიჭიერი ფეხბურთელების შერჩევის მიზნით იმართება და მასში, მონაწილეობას, ყველა რეგიონი იღებს. პირობითად საფეხბურთო ტურნირი, რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გაიმართება და სამეგრელო-იმერეთის ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს. დღეს დასავლეთის ნაკრები, ქვემო ქართლის ნაკრებს შეხვდება, ხოლო მოგების შემთხვევაში, გური-აჭარის და კახეთის ნაკრებს შორის გამარჯვებულს ხვალ, 14 დეკემბერს დაუპირისპირდება.