ოდიშელთა თორმეტწლამდელებმა, ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ბოლოს წინა ტურის შეხვედრა გასვლაზე, ოზურგეთის “მერცხალი 1”-ის წინააღმდეგ გამართეს. ნორჩმა ოდიშელებმა გურულები გასვლაზე, მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს.
ერთადერთი გოლი მეტოქის კარში დემეტრე იზორიამ გაიტანა. ნორჩმა ფეხბურთელმა კი, ყველაფერი ჩინებულად გააკეთა და გოლიც, მართლაც ეფექტური იყო.
სეზონის ბოლო ტურის შეხვედრას ნორჩი ოდიშელები ისევ გურულების წინააღმდეგ გამართავენ და ამჯერად უკვე, ოზურგეთის “მერცხალი 2”-ს საკუთარ მოედანზე მიიღებენ. ეს შეხვედრა 14 დეკემბერს გაიმართება.