⚽️ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, ოდიშელთა თერთმეტწლამდელებმა მიმდინარე წლის ბოლო ტურის შეხვედრა გამართეს. რუხის ტექნიკურ ცენტრში, ნორჩმა ოდიშელებმა, ბათუმის “დინამო”-ს უმასპინძლეს და მეტოქე დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხეს.
⚽️ პაატა გოგოხიას აღზრდილებმა, ზღვისპირელებთან უპირატესობა პირველივე ნახევარში მოიპოვეს,. ანგარიში კახი აქუბარდიამ გახსნა და მასპინძლებმა თამაშის ნახევარი მოგებით დაასრულეს.
⚽️ მეორე ტაიმსი, სხვაობა ორამდე, ანდრია როგავამ გაზარდა, ხოლო მესამე გოლით, შეხვედრა ლუკა ფარცვანიამ დაასრულა.
Share

Leave a Reply