⚽️ მეცხრამეტე ტურის მატჩი გამართეს ოდიშელთა ათწლამდელებმა გასვლაზე და სკ. “ჯვარი”-ს შეხვდნენ. შეხვედრა ნორჩმა ოდიშელებმა დიდი ანგარიშით 8:1 მოიგეს.
⚽️ გოლების გატანას სათავე შოთა კვარაცხელიამ დაუდო, რომელმაც ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. ამის შემდეგ კი ვახო ხურცილავამ ანგარიში სამამდე გაზარდა. საბა ბეჭვაიამაც ორჯერ აიღო მეტოქის კარი და დუბლი მიითვალა. დიმა ბაკარანძემ ანგარიში ექვსიანი გახადა, გიგი წყაროზიამ მეშვიდე გოლი მიითვალა, ხოლო შეხვედრას მერვე გოლით წერტილი, ნიკოლოზ სამუშიამ დაუსვა.
⚽️ მეოცე ტურის შეხვედრას, ნორჩი ოდიშელები 19 ოქტომბერს, რუხის ტექნიკურ ცენტრში გამართავენ და ფოთის საფეხბურთო სკოლის გუნდს მიიღებენ.
Share

Leave a Reply